ქმედება რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს – „ქართული ოცნება“

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების სათაო ოფისი
ქართული ოცნების სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ გიორგი გაბუნიას გუშინდელი განცხადება გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს.

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. „ქართული ოცნება“ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილად მიიჩნევს, ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
მარია ზახაროვა გაბუნიას შეფასებისას სამი სიტყვით შემოიფარგლა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საინფორმაციო ფრონტი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია „რუსთავი 2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.

პარტიაში თვლიან, რომ ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.

გაბუნიას განცხადება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია - კომუნიკაციების ეროვნული კომისია >>>

„მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და სცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

მიხეილ სააკაშვილი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება: ექს-პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს >>>

პოლიტიკურ გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ გაბუნიას განცხადება სახელმწიფო გადატრიალების ხელახალი მცდელობაა და პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს.

„სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება: ექს-პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0