თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა მოუწოდა თბილისს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოება.
„რეპორტიორების უსაფრთხოების დაცვა საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ შეუძლია. მოვითხოვთ თბილისისგან, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოება. ეუთოს წარმომადგენლის ოფისმა მედიის თავისუფლების საკითხებში თვალყური უნდა მიადევნოს თავდასხმის შემთხვევებს ყველა წევრ ქვეყანაში“, — განაცხადა ლუკაშევიჩმა.
ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოწოდება უწყების ოფიციალურ „ტვიტერზეა“ გამოქვეყნებული.
#Lukashevich: #Georgia authorities cannot ensure the safety of reporters as well. We demand from Tbilisi to protect journalists working in the country. @OSCE_RFOM should monitor all attacks in all participating States pic.twitter.com/LebLRs5XPy
— Russian Mission OSCE (@RF_OSCE) July 5, 2019
ლუკაშევიჩის მოთხოვნა იმ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რომელიც თბილისში 20-21 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.