23:02 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
18901

წერილში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირი სასიცოცხლოდ აუცილებელია უბრალო ოჯახებისთვის, რომ ავიამიმოსვლის გაწყვეტა არის დარტყმა საქართველოსა და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისთვის.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ხელმძღვანელმა გიორგი წურწუმიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა. 

წერილის მთავარი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილი ვითარებაა.

წურწუმია მოუწოდებს ორი ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს, დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ვინაიდან სწორედ მათ ხელეწიფებათ კონფლიქტის აღკვეთა.

„მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკოსებს შესწევთ ძალა, აღკვეთონ კონფლიქტი, მოძებნონ ყველა პრობლემის გადაჭრის გზა... ამისათვის საჭიროა გამოავლინონ პოლიტიკური ნება და მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას. როდესაც პოლიტიკოსები თავს არიდებენ საკუთარი მოვალეობის შესრულებას, თავს აჩვენებენ, რომ მოლაპარაკებები მათი საზრუნავი არ არის, მაშინ მათ მაგივრად დილეტანტების ხმა ისმის“, — წერს წურწუმია.

წერილში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირი სასიცოცხლოდ აუცილებელია უბრალო ოჯახებისთვის. ავიამიმოსვლის გაწყვეტა არის დარტყმა საქართველოსა და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისთვის, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში დადიან სამკურნალოდ, სასწავლებლად, ბიზნესის საწარმოებლად თუ ტურისტული მიზნით.

„დღეს მე დაკავებული ვარ საქართველოს მოქალაქე ერთი ქალბატონის პრობლემებით, რომელსაც კიბო აქვს და რუსეთის საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებს. ის მძიმე დაავადებას ებრძვის და ამ დროს არ აქვს შესაძლებლობა, მოსკოვში გაფრინდეს რეისების არარსებობის გამო. ეს ადამიანი შეიძლება პოლიტიკოსთა შორის კონფლიქტის უდანაშაულო მსხვერპლი გახდეს“, – წერს წურწუმია. 

მისი თქმით, ფინანსური, ფსიქოლოგიური თუ პირადი ზიანი ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას შეარყევს. ბევრი ჩაშლილი ტურისტული სეზონის გამო მიიღებს სტრესს, ზოგიც იმის გამო, რომ ფულის შოვნის გეგმები ჩაეშლება.

წურწუმია აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება — როგორც მიმღებ ქვეყანას, ვინაიდან მიწვეული სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

რუსულ-ქართული ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ეწვია მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა შეკრებილებს. ამას მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებზეც ანტირუსული ლოზუნგები ისმოდა. ამ ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება აკრძალა, რუსმა ტუროპერატორებმა კი საქართველოში მოგზაურობის შესახებ განაცხადების მიღება შეწყვიტეს. 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები