სიმონიანმა უკრაინის პრეზიდენტს მის მშობლიურ ენაზე მიმართა: გაათავისუფლეთ ვიშინსკი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის აპრილში მსოფლიოს 250-მა ჟურნალისტმა მიმართა თხოვნით ზელენსკის – გაათავისუფლოს კირილ ვიშინსკი.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინულ ენაზე მიმართა და პორტალ РИА Новости Украина-ს ხელმძღვანელის კირილ ვიშინსკის გათავისუფლებაში ხელშეწყობა სთხოვა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს ღალატში ბრალდებული ჟურნალისტის საქმეზე 3 ივლისს ჩანიშნულმა სასამართლომ, შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების საკითხს გადახედოს და შეარბილოს იგი, მათ შორის, შეცვალოს შინაპატიმრობით.

ხვალ შესაძლოა კირილ ვიშინსკი გაათავისუფლონ — ჟურნალისტი, რომელიც ციხეში 413 დღეა იმისთვის ზის, რომ ჟურნალისტია. ბატონო ზელენსკი, მოგმართავთ თქვენ: გააკეთეთ ეს“, — დაწერა სიმონიანმა უკრაინულ ენაზე საკუთარ Telegram-არხზე.

ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს და ბრალად დასდეს სახელმწიფოს ღალატი და თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკის მხარდაჭერა. ჟურნალისტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ხსენებულ საქმეზე ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა საერთაშორისო სტანდარტები უნდა დაიცვან და არ უნდა ჩაერიონ მასმედიის მუშაობაში.

გარდა ამისა, 2019 წლის აპრილში მსოფლიოს 250-მა ჟურნალისტმა მიმართა თხოვნით ზელენსკის – გაათავისუფლოს კირილ ვიშინსკი.

ყველა ახალი ამბავი
0