„ეს გამარჯვებაა“ – ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით კმაყოფილია, მაგრამ მინისტრ გახარიას გადადგომას მაინც მოითხოვს

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. „ეს გამარჯვებაა!“ – ასე შეაფასეს ხელისუფლების გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ბარიერის გარეშე ჩატარების შესახებ დეპუტატებმა პარტიიდან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ირაკლი აბესაძემ და ირმა ნადირაშვილმა.

უფრო ადრე ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე  ივანიშვილის ინიციატივაზე: გადაწყვეტილება დაკორექტირდა

ამგვარად, მმართველმა პარტიამ თბილისში 20 ივნისიდან მომიტიგეების მოთხოვნების ორი პუნქტი დააკმაყოფილა: მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტთან 20 ივნისის შემდეგ პერმანენტულად მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაკომპლექტებულია პარტიული სიით არჩეული  77 დეპუტატით და ერთმანდატიან ოლქში არჩეული 73 დეპუტატით. 

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება. ოპოზიცია და საპროტესტო აქციების მონაწილეები მას აქციის სასტიკ დარბევაში ადანაშაულებენ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება

პოლიციამ აქციის დაშლის დროს გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. როგორც მოგვიანებით შსს–ში განაცხადეს, მომიტინგეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს, ართმევდნენ სპეციალურ აღჭურვილობებს.

აქციაზე, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 – პოლიციელი. დააკავეს 305 ადამიანი.

ამჟამად საავადმყოფოებში 19 პაციენტი რჩება. მათ შორის ერთი ჟურნალისტია, ორი – პოლიციელი, ხოლო დანარჩენები რიგითი მოქალაქეები არიან. ორი პაციენტი ხელოვნულ მართვით სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ყველა ახალი ამბავი
0