ბახტაძე  ივანიშვილის ინიციატივაზე: გადაწყვეტილება დაკორექტირდა

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო

თბილისი, 24 ივნისი- Sputnik. არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ  პარლამენტში  უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ძალადობის ორგანიზატორი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს დილით გააკეთა.  

პრემიერ-მინისტრმა ამ ინიციატივას უპრეცედენტო გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ  არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას მმართველი გუნდი სრულად უჭერს მხარს.

„მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა ახალ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მათი წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს არის ბუნებრივი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ბახტაძის  თქმით, ახალი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას, ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: ბარიერი უქმდება და ყველა პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი

„ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად. რა თქმა უნდა, განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც დღეს იმყოფება საქართველო, ამას შეიძლება მმართველობითი ეფექტურობის თვალსაზრისით, ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამით ჩვენი ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდება“,– განახადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაკომპლექტებულია პარტიული სიით არჩეული  77 დეპუტატით და ერთმანდატიან ოლქში არჩეული 73 დეპუტატით. 

ყველა ახალი ამბავი
0