„როსპოტრებნადზორი“: საქართველოსთან დაკავშირებით კითხვებით 700-მა ადამიანმა მოგვმართა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკში"როსპოტრებნადზორი"
როსპოტრებნადზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ცხელ ხაზზე“ შესული კითხვების უმეტესობა დაკავშირებულია რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეთა საჰაერო გზით გადაყვანის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების ვადების ამოქმედების საკითხთან.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. „როსპოტრებნადზორის“ ერთიან საკონსულტაციო ცენტრს ორი დღის განმავლობაში 700-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზახაროვა: რა უნდა იგრძნონ რუსმა ტურისტებმა საქართველოში>>>

„როსპოტრებნადზორის“ „ცხელი ხაზი“ 22 ივნისს იმ რუსი ტურისტების ინტერესების დაცვის მიზნით გაიხსნა, რომლებსაც 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოში მოგზაურობის შესახებ ხელშეკრულება აქვთ დადებული. ზარების უმეტესობა განხორციელდა მოსკოვიდან და მოსკოვის ოლქიდან, სანქტ–პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ნოვოსიბირსკიდან, უფადან და ყაზანიდან. 

 საქართველოს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია რუს კოლეგას ეხმაურება: დაიცავით ქართველების უფლებები რუსეთის ტერიტორიაზე

„ცხელ ხაზზე“ შესული კითხვების უმეტესობა დაკავშირებულია რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეთა საჰაერო გზით გადაყვანის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების ვადების ამოქმედებასა და წინასწარ შეძენილი ბილეთებისა და ტურისტული მომსახურებისთვის გადახდილი თანხების შესაძლო დაბრუნების საკითხებთან. გარდა ამისა, კლიენტები ინტერესდებიან სარჩელის მომზადების შემთხვევაში დოკუმენტების სწორად გაფორმების წესითა და კონსულტაციების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლო დახმარების მიღების საკითხებით.

უწყების საკონსულტაციო ცენტრის „ცხელი ხაზი“ მუშაობას 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს, მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონზე 8-800-555-49-43 (ზარი უფასოა).

ზურაბიშვილი: პოლიტიკა რუსი ტურისტების ნაკადზე არ უნდა მოქმედებდეს>>>

20 ივნისს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. იგი თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშიროსო ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა, თუმცა ღონისძიება ჩაიშალა. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება „ქვეყნის ღალატში“ დაადანაშაულა. საქართველოს დედაქალაქში გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა.

თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება.

ყველა ახალი ამბავი
0