07:34 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
დმიტრი მედვედევი

დმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

© video: Ruptly .
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (361)
21910

მედვედევის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება რადიკალურ ოპოზიციასა და პროსახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირებაა და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის აფეთქების სურვილს უკავშირდება.

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik.  რუსეთის პრემიერ−მინისტრი დმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც რუსეთი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს „მტერი და ოკუპანტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის დაინტერესებულია ქვეყანაში დესტაბილიზაციით.

რუსეთის პრემიერმა მსგავს განცხადებებს უკიდურესად არაპროფესიონალური უწოდა. მედვედევის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ან არ იყო საქმის კურსში, ან შეგნებულად დაამახინჯა რეალური ვითარება.

„მცდელობა, დააბრალოს ეს ყველაფერი რუსეთს, რეალური ვითარების დამახინჯებას ჰგავს“, — აღნიშნა მედვედევმა.

რუსეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საწყენია ზურაბიშვილისგან მსგავსი რიტორიკის მოსმენა. ამასთან, მისი თქმით, თუ ანტირუსული განწყობა გაძლიერდება, მოსკოვი არ მისცემს რეკომენდაციებს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და „საქართველოს ეკონომიკაში რეალური პრობლემები გაჩნდება“.

მედვედევის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება რადიკალურ ოპოზიციასა და პროსახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირებაა და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის აფეთქების სურვილს უკავშირდება.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ახლავს ამ ყველაფერს „სხვადასხვა პოლიტიკური კლოუნების, სააკაშვილის ტიპის კომენტარები, რომელიც მაშინვე ჩაერთო პროცესში“.

 რუსეთის პრემიერ−მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ქართველი ხალხი თავად გაერკვევა შექმნილ ვითარებაში.

 

 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (361)

მთავარი თემები