სერგეენკო თანამდებობას ტოვებს – მასმედია

© photo: Sputnikდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობას ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მინისტრი ტოვებს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ორშაბათს თანამდებობას დატოვებს, იუწყება ქართული მასმედია.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, სერგეენკო მინისტრის რანგში ორშაბათს უკანასკნელად შეხვდება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელიც აშშ-დან დაბრუნდა.

თქვენთან პაციენტია! ქართველი ექიმები წელიწადში 15 მილიონ ადამიანს იღებენ>>

რა გახდა მთავრობაში საკადრო გადანაცვლებების მიზეზი, დაზუსტებული არ არის.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საავადმყოფოს წინ - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს მასობრივად აჯარიმებს

ამასთან, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაანონსებულია სერგეენკოს ბრიფინგი, რომელზეც ის, სავარაუდოდ, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მინისტრის პოსტს საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს. ის 2009 წლამდე საჩხერის საავადმყოფოში მიწვეული კონსულტანტი იყო. მანამდე ტიკარაძე სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

სერგეენკო საქართველოს მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეინტინგული მინისტრია. მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერის პოზიციებს ინაწილებდნენ. რესპონდენტების 40% მათ მიმართ დადებითად არის განწყობილი. ნეგატიური დამოკიდებულება სერგეენკოს მიმართ აქვს 12%-ს, ხოლო კალაძის მიმართ – 18%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0