საქართველოში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო

© Sputnik / Denis Aslanovსაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სავარძლისთვის იბრძვიან ექიმი ვლადიმერ კახაძე და ადვოკატი შალვა შავგულიძე

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის დროით 08:00 საათზე მთაწმინდაზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. მეორე ტურში ამომრჩევლები პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელს აირჩევენ.

ექიმი თუ ადვოკატი – ვინ გახდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი >>

მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, როდესაც 20-დან ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა - არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).

უბნების დახურვამდე, 20:00 საათამდე, არჩევნის გაკეთება 31 საარჩევნო უბანზე 43 909 ამომრჩეველს შეუძლია.

საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
პრემიერი: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე მშვიდ გარემოში გაიმართება

არჩევნებს დააკვირდება 52 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 5,2 ათასი დამკვირვებელი და 53 - შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. აკრედიტაცია 45 მედიასაშუალების 1,9 ათასმა ჟურნალისტმა მოიპოვა. არჩევნების პროცესს ასევე დააკვირდება იმ პარტიების 123 წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნებში.

არჩევნების პროცესს უშუალოდ საარჩევნო უბნებიდან და ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გააშუქებს 1900-ზე მეტი ჟურნალისტი 45 მედიასაშუალებიდან.

არჩევნები შემდგარი იქნება ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.

ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 20:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ღამით ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია. უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0