კომპრომატები ბახტაძეზე? პრემიერს პარლამენტში მძიმე პარასკევი ელოდება

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ბახტაძეზე კომპრომატები პრაქტიკულად არ არსებობს, მას საქართველოს პარლამენტში საკმაოდ მძიმე ფონზე უწევს მისვლა.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელები ბოლო პერიოდში სამართლიანად ამაყობენ იმით, რომ ინტერპელაციის წესით მინისტრების დაბარების ტრადიცია დამკვიდრდა და აგერ უკვე პრემიერ-მინისტრიც მიდის მძიმე შეკითხვებზე პასუხების გასაცემად.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, მაგრამ მას საკმაოდ რთულ დროს უხდება მისვლა საკანონმდებლო ორგანოში. შესაძლოა, ანაკლიისა და ფოთის პორტების საკმაოდ ჩახლართულ ისტორიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ერკვეოდეს, ან ეს მხოლოდ ხაზარაძე-ჩხარტიშვილის დაპირისპირების თემად მიაჩნდეს, მაგრამ ყველა ჩვენგანი ხედავს, როგორ გარბის ყოველდღე დოლარი მაღლა და მაღლა და ამასობაში ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქცია. ამიტომაც რიგით მოქალაქეს, ბუნებრივია, საკუთარი სოციალური მდგომარეობა უფრო აღელვებს, ვიდრე მთავრობის ეკონომიკური განვითარების 30-წლიანი ან განათლების 50-წლიანი გეგმები.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
შეძლებს თუ არა ეკა ბესელიას ახალი პარტია ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" ჩანაცვლებას

რას ეტყვის მამუკა ბახტაძე ახალს საქართველოს მოსახლეობას და რას ეტყვის მას მამული? ხელისუფლების აქილევსის ქუსლად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, რჩება და განსაკუთრებით გამწვავდა დავით-გარეჯის თემა, რომელიც ნამდვილად არაა იოლი გადასაჭრელი და სწორედ ამ სირთულეების გამო სტრატეეგიული მოკავშირეები საქართველო და აზერბაიჯანი ღიად ტოვებენ საკითხს. საკითხი დროდადრო მწვავდება, რის გამოც თვით პატრიარქსაც კი გაუჩნდა ეჭვი, რომ თემა ხელოვნურად იყო გამწვავებული. სინამდვილეში საბჭოთა საზღვრების დემარკაცია-დელიტიმაცია დამოუკიდებლობის პირობებში გაცილებით რთული და მტკივნეული საკითხია, ვიდრე დავით-გარეჯში ქართული დროშებით სურათების გადაღება. ამ პრობლემის გადაჭრას ვერც მამუკა ბახტაძის კაბინეტი შეძლებს.

რაც შეეხება ლარის კუპონიზაციას, აქაც საკმაოდ რთულადაა საქმე. მართალია, თავდაპირველად თემა თურქულ ლირას დაბრალდა, მაგრამ თურქეთი მიხედავს საკუთარ თავს, საკითხავი ისაა, ჩვენ ჩვენი ეკონომიკის იმედი რამდენად უნდა გვქონდეს. სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტიც კი უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეკონომიკური ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის მოცულობა ხუთჯერ მეტია, ვიდრე ლარის მასა. კითხვებს იწვევს ასევე ეროვნული ბანკის პოლიტიკა და გამკაცრებული რეგულაციები.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ფიცი მწამს, სოციოლოგია მაკვირვებს: NDI-კვლევის მისტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, კითხვები პრემიერ-მინისტრთან ძირითადად ოპოზიციას აქვს და თუ მისი პირველი ნაწილი სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება, მეორე ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას განიხილავს. თუმცა პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ბევრ სხვა თემაზეც ისაუბრებს და, განსაკუთრებით, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე.

ბუნებრივია, ხმები მამუკა ბახტაძის გადადგომის შესახებ არ დასტურება, თუმცა მისი გადაყენების სურვილი დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს აქვს. არც გახარიას გაპრემიერებაა ხვალინდელი საქმე. მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურის წინ არავინ შეცვლის მთავრობას. აქვე დავძენთ, რომ მთაწმინდის არჩევნებსაც, დიდი ალბათობით, ლადო კახაძე მოიგებს, რადგან, როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, პოლიტიკოსებმა ამომრჩეველს ახალი ვერაფერი შესთავაზეს კოლექტიურ მურუსიძესა (ლადო კახაძე) და კოლექტიურ ბოკერიას (შალვა შავგულიძე) შორის არჩევანის გარდა.

ცვლილებები კი უფრო საშემოდგომოდ და უფრო წინასაარჩევნოდაა მოსალოდნელი. ასე რომ, მწვავე პოლემიკის მიუხედავად, პრემიერის მისვლა პარლამენტში მხოლოდ დემოკრატიის მაღალ ხარისხს დაადასტურებს და არა ოპოზიციის სიძლიერეს.

ყველა ახალი ამბავი
0