16:06 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
სოსო რამიშვილი და ენტონი მიკულსკისი

საქართველო და ლიეტუვა ფინანსურ დანაშაულებს ერთად შეებრძოლებიან

© photo: Financial Crime Investigation Service of Lithuania / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (133)
67 0 0

საქართველოს და ლიეტუვის საგამოძიებო სამსახურებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ენტონი მიკულსკისმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ფინანსურ და სხვა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, ნათქვამია ლიეტუვას უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი ჰყავს >>

დოკუმენტი ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას ფინანსური დანაშაულის შესახებ და ასეთი დანაშაულის გახსნა-გამოძიების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების გაზიარებას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საქართველოს და ლიეტუვის საგამოძიებო უწყებების მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებსა და ტრენინგებში.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში გაგრძელდება და მეტი შედეგის მომტანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის”, – ციტირებს პირველი არხი სოსო რამიშვილს, რომელმაც კომენტარი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გააკეთა.

თავის მხრივ, ლიეტუვის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაუმჯობესდება ინფორმაციის გაცვლა ორ უწყებას შორის, განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც კონკრეტულ დადებით შედეგებს მოგვიტანს”, – განაცხადა მიკულსკისმა.

საქართველოს შსს-ს სტატისტიკით, 2019 წლის პირველ კვარტალში დარეგისტრირდა 331 ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 347.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (133)

მთავარი თემები