18:07 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
არჩევნები მარნეულში

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

© Sputnik / Alex Shlamov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (102)
87 0 0

მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კანდიდატი მმართველი პარტიიდან ვლადიმერ (ლადო) კახაძე და კანდიდატი ოპოზიციური გაერთიანება „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძე.

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა, აღნიშნულია კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერი: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე მშვიდ გარემოში გაიმართება >>

„24 მაისს, კომისიაში  გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია,  საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს“, – ნათქვამია კომისიის ვებგვერდზე.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ მთაწმინდის ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური წყნარ და მშვიდობიან გარემოში გაიმართება.

კვირას ზუგდიდის, ჭიათურის, ხულოს, ზესტაფონისა და მარნეულის რაიონებში მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა; საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ზესტაფონში კი - საკრებულოების შუალედური არჩევნები.  რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, კენჭისყრა თბილისის ცენტრალურ ვაკის რაიონში, მთაწმინდაზე გაიმართა.

მეორე ტური გაიმართება მხოლოდ მთაწმინდაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კანდიდატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ვლადიმერ (ლადო) კახაძე და კანდიდატი ოპოზიციური გაერთიანება „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძე. პირველმა ტურმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, კახაძემ დააგროვა ამომრჩეველთა 41,01%, შავგულიძემ - 36,84%.

რაც შეეხება მეორე ტურში გამარჯვებულებს, ამ საკითხში ექსპერტების პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება.

 

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (102)

მთავარი თემები