ბურჯანაძე: არ დაუშვათ პროვოკაცია და დაპირისპირება

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIდემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. საქართველო ვერ ეღირსა ნორმალურ საარჩევნო პერიოდს, რომ არჩევნები იყოს რეალური პოლიტიკური შეჯიბრი და არა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა  ნინო ბურჯანაძე დღევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.
„დღეს, მთელი საქართველო დაძაბული ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც იმ რაიონებში და ქალაქებში ვითარდება, სადაც არჩევნები ტარდება. განსაკუთრებული შეშფოთების საგანი დღეს არის ზუგდიდი. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ნათელი დასტური იყო იმისა, რომ საქართველო ვერ ეღირსა ნორმალურ საარჩევნო პერიოდს“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდა,  არ დაუშვან პროვოკაციები და დესტაბილიზაცია.

„არავინ იცის ვითარების უმნიშვნელო გამწვავებაც კი რა საფრთხის წინაშე დააყენებს სახელმწიფო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ მაქსიმალური სიმშვიდისკენ და თავშეკავებისკენ. როგორი განსხვავებული არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ხედვები, რა პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, გვახსოვდეს - სამშობლო ყველას ერთი გვაქვს და არავის ეპატიება ქვეყნის სტაბილურობის საფრთხის ქვეშ  დაყენება“,  - აღნიშნა ბურჯანაძემ.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.

ყველა ახალი ამბავი
0