გიორგი შენგელია: დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ

© photo: Giorgi Gega Shengelia / FBგიორგი შენგელია
გიორგი შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის №28 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წელს მმართველი პარტიიდან მერის პოსტზე არჩეული ლაშა გოგია 2018 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გადადგა. ორი თვის შემდეგ ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 121 ათასზე მეტი ამომრჩეველი ხმას 107 საარჩევნო უბანზე მისცემს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის.

„ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობიან დღესა და მშვიდობიან არჩევნებს, ისინი მშვიდ გარემოში მისცემენ ხმას. მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს, იმ პროექტების გაგრძელებას, რაც დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა ბრწყინვალეა და ხალხის, ზუგდიდელების განწყობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსი: „ხმა მივეცი ზუგდიდის ევროპულ მომავალს"

შენგელიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის, კანონდარღვევის შემთხვევაში კი, რომელი მხარის ჩადენილიც არ უნდა იყოს, შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებას მოახდენენ.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

 

ყველა ახალი ამბავი
0