საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ზუგდიდის მერობის მთავარი პრეტენდენტები

© Sputnik / Denis Aslanov2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლები კვირას, 19 მაისს რიგგარეშე არჩევნებზე მერს აირჩევენ.

ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წელს მმართველი პარტიიდან არჩეული ლაშა გოგია 2018 წლის სექტემბერში გადადგა. ორი თვის შემდეგ კი ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება: გახარიამ ბრძანება გამოსცა

ამ რაიონში 121 ათასზე მეტი ამომრჩეველია. მათთვის 107 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის.

პოლიტიკური ექსპერტების თვალსაზრისით, ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გიორგი შენგელია, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - სანდრა რულოვსი.

© Giorgi Gega Shengelia / FB გიორგი შენგელია
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ზუგდიდის მერობის მთავარი პრეტენდენტები - Sputnik საქართველო
გიორგი შენგელია

შენგელიას ზუგდიდელები კარგად იცნობენ. 2018 წლის სექტემბრიდან ის, როგორც მერის პირველი მოადგილე ადგილობრივ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს. მანამდე ის შვიდი წლის განმავლობაში TBC Bank-ის ზუგდიდის სერვის ცენტრის დირექტორი იყო.

სანდრა რულოვსი - საქართველოს ყოფილი პირველი ლედია, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მეუღლეა.

© photo: Sandra Roelofs / FB სანდრა რულოვსი
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ზუგდიდის მერობის მთავარი პრეტენდენტები - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსი

მას უკვე გააჩნია არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება, თანაც ზუგდიდში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის როგორც მაჟორიტარი კანდიდატი მეორე ტურში გავიდა, მაგრამ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა.

ზუგდიდში შენგელიასა და რულოვსს კონკურენცია შეიძლება გაუწიოს შავლეგი თოდუამ, რომელიც კენჭს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრის. ეს პარტია საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის და ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან,  კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრეა, თუმცა საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივას.

ყველა ახალი ამბავი
0