პროექტი ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოს გარეშე ჩავარდება

© photo: Sputnik / İgor Ageyenko / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო თურქეთში რუსეთის ტვირთების ტრანზიტის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს, მიიჩნევს ექსპერტი

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. პროექტ ბაქო-თბილისი-ყარსის ფარგლებში ტვირთების გადაზიდვების განვითარების შესახებ მემორანდუმი, რომელსაც ხელი რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა მოაწერეს, აღნიშნულმა კომპანიებმა საქართველოსთან უნდა შეათანხმონ, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

გასულ კვირას ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას აღნიშნული მარშრუტით რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, ასევე, ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფების დაწესებას და ახალი სატვირთო ბაზის მოზიდვას.

რა ინტერესი აქვს რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებით>>>

„თუ მათ გადაწყვიტეს საქართველოს პოზიციის იგნორირებით რაიმე გააკეთონ, ეს აბსურდია, ამის შედეგი შეიძლება გახდეს მხოლოდ ერთი - პროექტი უბრალოდ არ იმუშავებს", - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

საგარეო საქმეთა ექს-მინისტრს მიაჩნია, რომ პროექტის ირგვლივ ყველა გეგმას აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოსთან ერთად განიხილავს.

„დერეფანი, რომლის თაობაზეც საუბარი მიდიოდა, საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ეს ტვირთები აზერბაიჯანიდან თურქეთში მხოლოდ საქართველოს გავლით შეიძლება მოხდეს, ამის გათვალისწინებით დეტალები პროექტის ყველა მონაწილესთან უნდა შეთანხმდეს", - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ საქართველოს არ აქვს საფუძველი რუსული ტვირთების საქართველოს გავლით თურქეთში ტრანზიტის წინააღმდეგ წავიდეს.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
ბახტაძე: ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ცვლილებები საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს

„იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვების ყველა პირობა იქნება დაცული, ჩვენ თურქეთში რუსული ტვირთების ტრანზიტის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ... საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი რკინიგზა მაქსიმალურად იყოს დატვირთული", - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

პროექტი ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა.

სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

სავარაუდო გამტარუნარიანობა - წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთია. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.

ყველა ახალი ამბავი
0