ომი არ არის, მიგრაცია კი ანომალიურია – რა მოჰყვება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას

© photo: Sputnikტურისტები თბილისის აეროპორტში
ტურისტები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არანაირი საფუძველი არა აქვთ იმისა, რომ სხვა ქვეყნებში თავშესაფარი ითხოვონ.

თბილისი, 10 მაისი –  Sputnik. საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გიორგი გახარიამ და კრისტოფ კასტანერმა თბილისში იმსჯელეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციის პრობლემაზე, რაც უვიზო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის.

დეპორტაცია! საფრანგეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს>>

ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილება უვიზოდ 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ.

პასპორტი - Sputnik საქართველო
არღვევთ თუ არა უვიზო რეჟიმს? მობილური აპლიკაცია ევროკავშირში ყოფნას გააკონტროლებს

კასტანერმა უკანონო მიგაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც არ არის ომი და ის მშვიდობიან ქვეყნად მიიჩნევა.

„ქართველებს ყველგან შეუძლიათ მოგზაურობა, მათ შორის, საფრანგეთში. არანორმალურია ის, რომ საქართველოს თავშესაფრის მაძიებელთა თვალსაზრისით ერთ–ერთი პირველია. საქართველოში არსებული ვითარება არანაირად არ ამართლებს ამ მოთხოვნას – საქართველოში არ არის ომი. საფრანგეთი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მიიჩნევენ საიმედო ქვეყნად, რომელიც დინამიკურად ვითარდება და ამიტომ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა დიდი რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა“, – განაცხადა კასტანერმა.

საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ. სულ შევიდა დაახლოებით 18 ათასი განაცხადი, ანუ თავშესაფრის თხოვნის მიმართვების საერთო რაოდენობის 3%. ასეთია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" მონაცემები.

„თავშესაფრის მაძიებლების ზრდა მას შემდეგ, რაც საქართველომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი მიმოსვლა, იყო ბუნებრივად მოსალოდნელი პროცესი. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებით და ერთობლივად ვმუშობთ და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობით, ამ მონაცემებს, ამ ციფრებს შევამცირებთ“, – განაცხადა გახარიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ორ წელიწადში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 400 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.

„არანაირი კანონი ამ ხალხს არ დაურღვევია. უდიდესი უმრავლესობა დაბრუნდა საქართველოში და მათ უფრო მეტი ევროპა მოიტანეს საქართველოში ისევე, როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ... ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვებები არის, ამ გამოწვებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება პოზიტიური შედეგი“, – აღნიშნა გახარიამ.

ჩემოდანი ტურისტის ხელში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია - მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მან ასევე აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევაა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უვიზო მიმოსვლის მიღწევის შენარჩუნება. არც ერთ შემთხვევაში ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

მიგრანტებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დააყენეს>>

გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0