თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის მთაწმინდის რაიონში 20 კანდიდატი იბრძოლებს – 14 პარტიისა და ბლოკის წარმომადგენელი, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის. ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები.
ჭორები თუ გაჟონვა? საქართველოში კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ>>
შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილი მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო 2016 წლის ოქტომბრიდან.
კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულებულია.
დეპუტატობის კანდიდატებს შორის ექვსი ქალია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძირითადი ბრძოლა არჩევნებზე გაიმართება მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კანდიდატს, ცნობილ ექიმ ვლადიმერ (ლადო) კახაძესა და ორი პარტიის - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „თავისუფალი დემოკრატების" ერთიან კანდიდატს, ადვოკატ შალვა შავგულიძეს შორის.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც „ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად მიიჩნევა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე არ წარმოადგინოს და თავისი რესურსით მხარი დაუჭიროს „ევროპული საქართველოს" კანდიდატს.
რიგითი ნომერი | კანდიდატი | პარტია/ბლოკი |
N4 | ნიტა სიხარულიძე | „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" |
N9 | გიორგი ანდრიაძე | „თავისუფალი საქართველო" |
N13 | შალვა შავგულიძე | „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" |
N17 | გიორგი ლილუაშვილი | „საქართველო“ |
N21 | გიორგი შალიკაშვილი | „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" |
N23 | თებეა თენგიანი | „ახალი ქრისტიან-დემოკრატები" |
N24 | მამუკა ტუსკაძე | „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის" |
N27 | ვალისა ღვინჯილია | "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო" |
N28 | მიხეილ სალუაშვილი |
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” |
N31 | ირმა რაზმაძე |
„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” |
N33 | ჯემალ ნადარეიშვილი |
„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" |
N35 | ჰერმან საბო | „გირჩი" |
N38 | ნოდარ ინანეიშვილი | „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" |
N41 | ვლადიმერ კახაძე | „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" |
N42 | ლევან იოსელიანი | საინიციატივო ჯგუფი |
N43 | კობა დავითაშვილი | საინიციატივო ჯგუფი |
N44 | სოფიო ხორგუანი | საინიციატივო ჯგუფი |
N45 | გრიგოლ გეგელია | საინიციატივო ჯგუფი |
N46 | იოსებ კობერიძე | საინიციატივო ჯგუფი |
N47 | თამარ ალფაიძე | საინიციატივო ჯგუფი |
შუალედური საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საკრებულოს არჩევნები ჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.