"კონფლიქტურ სიტუაციებში პოლიცია მხარე არ არის!" – ვისკენ იშვერს თითს გახარია

გამოწერა
გახარია აცხადებს, რომ აპოლიტიკური პოლიცია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე მოსახლეობის ინტერესებშია.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი შეშფოთებულია იმით, რომ კონფლიქტური სიტუაციების დროს ზოგიერთები ცდილობენ პოლიცია ერთ-ერთ მხარედ წარმოაჩინონ, განაცხადა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პანკისის ხეობის საიდუმლო – „საჯილდაო ქვა" ყველა ხელისუფლებისთვის>>>

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პოლიცია „ხელისუფლების უკანონო დავალებების" შესრულებაში არაერთხელ დაადანაშაულეს. მსგავსი ბრალდებები ისმოდა ყოველთვის, როდესაც პოლიცია არეულობის დროს ძალას იყენებდა. მაგალითად, პანკისის ხეობაში, სოფელ ბრიკიანში, სადაც ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს.

მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები და კეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, რომელთა უმეტესობა შსს-ს თანამშრომელი იყო.

„სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში პოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალია. ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება მაღალი რადიკალიზაციის პირობებში მიდის და ხშირად ზოგიერთი მხარე ამ პროცესში პოლიციის მხარედ წარმოჩენას ცდილობს. ამავე დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად მდგომარეობს იმაში, რომ პოლიცია სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანოა", – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ხორციელდება პოლიციის დისკრედიტაცია.

პატრული - Sputnik საქართველო
საქართველოში პოლიციელების მწვავე უკმარისობაა – რას გეგმავს შსს

„სისტემური ხასიათი მიიღო, სამწუხაროდ, პოლიციისა და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ. ამ საკითხში კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა: ეს იღებს კამპანიურ ხასიათს და, რა თქმა უნდა, აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და, რა თქმა უნდა, პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის ინტერესებში", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პოლიცია პოლიტიკის მიღმაა და არ ერევა პროცესებში.

„შესაბამისად, როდესაც ადგილი აქვს ასეთ მცდელობებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პოლიცია ეკუთვნის ყველას და პოლიციისა და რეფორმის ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური", – აღნიშნა გახარიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0