18:35 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
მამუკა ბახტაძე

იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს: ბახტაძე კავშირების გაძლიერებას აპირებს

© photo: Government of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (451)
93 0 0

იმპერატორმა აკიჰიტომ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ტახტზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის მოსახლეობას რიგით 126-ე იმპერატორის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლა მიულოცა.

ნარუჰიტო იმპერატორ აკიჰიტოს უფროსი ვაჟია. აკიჰიტომ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ტახტზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა. ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიაში 24 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მთავრობის მეთაური სინძო აბე და მინისტრები.

„საქართველოსა და იაპონიას დიდი ხნის კავშირები და მეგობრობა აქვთ. მზად ვართ ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რათა ეს კავშირები მეტად გაძლიერდეს", – წერს ბახტაძე Twitter-ში.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქართულ-იაპონური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ სფეროებში.

თემები:
მსოფლიო დღეს (451)

მთავარი თემები