„ჩვენთვის ღირსება უმთავრესია" – საქართველოს პრეზიდენტმა სამხედროებს მიულოცა

© photo: Mamuka Bakhtadze / FBთავდაცვის ძალები
თავდაცვის ძალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობას უმაღლესი სამხედრო წოდებები მიანიჭა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილე მიულოცეს.

საქართველოში სამხედროებს ხელფასებს გაუზრდიან>>>

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების თარიღად 1991 წლის 30 აპრილი ითვლება, როცა ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ცერემონია IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სახის ქვედანაყოფი.

„იყო სამშობლოს ჯარისკაცი – ყველაზე საპატიო მოვალეობაა და თქვენ ღირსეულად ასრულებთ ამ მოვალეობას, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი... ნებისმიერი ერისა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი აზროვნება იზომება იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ, იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას, ღირსებასა და უსაფრთხოებას", – მიმართა სამხედროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

© Mamuka Bakhtadze / FB საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
„ჩვენთვის ღირსება უმთავრესია – საქართველოს პრეზიდენტმა სამხედროებს მიულოცა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

მებრძოლებს ასევე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩვენი ჯარისკაცები ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი დამცველები არიან. მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ჯარისკაცის თავდადებისა და პროფესიონალიზმის უამრავმა მაგალითმა დაამტკიცა, რომ ჩვენთვის ღირსება უმთავრესია. ეს ისტორიულად ასე იყო, ასე არის და ამას ვერაფერი დაემუქრება", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ჯარისკაცები გაუმკლავდებიან ყველა გამოწვევას და ამასთანავე პროფესიონალიზმისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

© Mamuka Bakhtadze / FB ლევან იზორია, მამუკა ბახტაძე, სალომე ზურაბიშვილი
„ჩვენთვის ღირსება უმთავრესია – საქართველოს პრეზიდენტმა სამხედროებს მიულოცა - Sputnik საქართველო
ლევან იზორია, მამუკა ბახტაძე, სალომე ზურაბიშვილი

ცერემონიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება მიანიჭა. გენერლის ჩინი მიიღო თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

ასევე რანგი მოემატა საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობის კიდევ ექვს წარმომადგენელს.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, 2018 წლის ბოლოს შევიდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ძალები ეწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0