მამუკა ბახტაძემ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ზელენსკი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ
ვლადიმირ ზელენსკი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას, დაწერა საქართველოს პრემიერმა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები: პოროშენკომ დამარცხება აღიარა

უკრაინის ცესკოს მონაცემებით, ოქმების 89,41%-ის დამუშავების შემდეგ ზელენსკი იღებს ამომრჩეველთა ხმების 73,19%-ს, ხოლო სახელმწიფოს მოქმედი მეთაური პეტრო პოროშენკო – 24,48%-ს.

„ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას", – დაწერა საქართველოს პრემიერმა Twitter-ში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას გაიმართა. ამომრჩევლების გამოცხადება 62,07%-ს შეადგენდა.

უკრაინის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ევგენი რადჩენკოს განცხადებით, კენჭისყრის ოფიციალური შედეგები, საორიენტაციოდ, 30 აპრილს გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0