02:54 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (186)
12301

საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ყველა ფორმით გამოვლინებას, დაწერა მინისტრმა

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოთქვა სამძიმარი შრი-ლანკაში აფეთქებების დროს ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით.

„შეწუხებული ვარ შრი-ლანკაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო. მკაცრად ვგმობთ ყველა ფორმის ძალადობას. ჩვენი თანაგრძნობა გვინდა გამოვხატოთ შრი-ლანკას ხალხის მიმართ და ვუსამძიმრებთ დაღუპულების ნათესავებს“, – დაწერა ზალკალიანმა.

შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოს და ქვეყნის სხვა ნაწილებში მდებარე კათოლიკურ ეკლესიებსა და სასტუმროებში აღდგომის დღესასწაულის დროს რვა აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 207 ადამიანი, 450-ზე მეტი დაშავდა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (186)

მთავარი თემები