07:57 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
ჩემოდანი ტურისტის ხელში

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია - მონაცემები ქვეყნების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პასპორტი (16)
333 0 0

გაირკვა ქვეყნების სამეული, საიდანაც 2019 წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დეპორტირებული

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. 2019 წლის პირველ სამ თვეში სხვადასხვა ქვეყნებიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ 955 შეადგინა. მონაცემები შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეებს აძევებენ თურქეთიდან (265), ისრაელიდან (241) და გერმანიიდან (129).

ქვეყნები იანვარი თებერვალი მარტი
თურქეთი 107 91 67
ისრაელი 82 81 78
გერმანია 65 19 45

 

წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნიდან 776,9 ათასი ვიზიტი განახორციელეს.

შსს-მ ასევე გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რამდენჯერ ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებში შესვლაზე. ამ კუთხით ისრაელი ლიდერობს - სამ თვეში ქვეყანაში შესვლაზე საქართველოს 400 მოქალაქეს ეთქვა უარი.

სპეცოპერაცია ბარსელონაში - ქართველი არალეგალები მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილეს? >>

შემდეგ მოდის კვიპროსი, რომელმაც არასასურველ სტუმრად საქართველოს 109 მოქალაქე მიიჩნია და იტალია (103).

კონკრეტულად თუ რა გახდა საქართველოს მოქალაქეების ამა თუ იმ ქვეყანაში დეპორტაციის ან შესვლაზე უარის მიზეზი, შსს არ აზუსტებს. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას.

ამ დროისათვის ისრაელმა და კიდევ ევროპის 12-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა, ასე რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ არსებობს.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

თემები:
საქართველოს პასპორტი (16)

მთავარი თემები