ვინ მიიწვია გიორგი მარგველაშვილი კვიპროსის პრეზიდენტისთვის გამართულ ოფიციალურ ვახშამზე

© Salome Zourabichvili / FB კვიპროსის პრეზიდენტის მიღება
კვიპროსის პრეზიდენტის მიღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის პირველ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური ვახშამი გამართა.

კვიპროსის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში - რაზე ისაუბრა ანასტასიადისმა თბილისში>>>

„კვიპროსი საქართველოსთვის, პირველ რიგში, იყო გზა წმინდა მიწისკენ... ამ გზამ იმდენად დააახლოვა ქართველები და კვიპროსელები, რომ ჩვენ საიმედო მეგობრები გავხდით და ისტორიის არც ერთ ეტაპზე ამ ურთიერთობას ბზარი არ გასჩენია", – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ კვიპროსის ჩრდილოეთით ღალიის XII საუკუნის ქართული მონასტერი, რომლიდანაც დღემდე ნანგრევებია შემორჩენილი, ორი ხალხის დიდი მეგობრობის სიმბოლოა.

კვიპროსი - Sputnik საქართველო
კვიპროსზე კიდევ ერთი საკვირაო სკოლა გაიხსნა

„ჩვენი ვალია იმ იშვიათი ურთიერთობების შენარჩუნება, რაც საუკუნეებმა გამოსცადა. მჯერა, რომ შემდეგი თაობები გააგრძელებენ ამ ურთიერთობებს, ერთმანეთის მხარდაჭერას, რადგანაც მათ ძლიერი საწყისი აქვთ", – განაცხადა ზურაბიშვილმა და შეკრებილთ საქართველოსა და კვიპროსის მეგობრობის სადღეგრძელო შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ვახშამზე მიწვეული იყვნენ საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა. მსგავსი ფაქტი ქართულ რეალობაში არ მომხდარა.

„საქართველოში ამ დრომდე ასეთი ტრადიცია არ იყო და იმედი მაქვს, რომ დღეიდან ჩვენ ამას საფუძველს ჩავუყრით", – განაცხადა ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ანასტასიადისის ვიზიტის პოლიტიკურ ნაწილს, გუშინ მან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან, მოგვიანებით კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.

© photo: Salome Zourabichvili / FBკვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ვინ მიიწვია გიორგი მარგველაშვილი კვიპროსის პრეზიდენტისთვის გამართულ ოფიციალურ ვახშამზე - Sputnik საქართველო
კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიულია.

კობახიძემ კვიპროსის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ანასტასიადისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განუცხადა, რომ კვიპროსი მზადაა გახდეს „ევროკავშირში საქართველოს საიმედო ელჩი".

თავის მხრივ ანასტასიადისმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს კვიპროსის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით „პრინციპული პოზიციისთვის".

ოთხშაბათს საქართველოსა და კვიპროსის მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შესახებ დოკუმენტებს სოფლის მეურნეობის სფეროში; თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში; ასევე შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და მისი ორმხრივად დაცვის შესახებ.

© photo: Salome Zourabichvili / FB საქართველოსა და კვიპროსს შორის შეთანხმების გაფორმება
ვინ მიიწვია გიორგი მარგველაშვილი კვიპროსის პრეზიდენტისთვის გამართულ ოფიციალურ ვახშამზე - Sputnik საქართველო
საქართველოსა და კვიპროსს შორის შეთანხმების გაფორმება

ხუთშაბათს კი თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესმენების მონაწილეობით ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა, რომელზეც სახელმწიფოების პირველი პირები გამოვიდნენ.

საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0