კალაძე: ნუ აიღებთ ქრთამს, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, მოგვმართოს

გამოწერა
თბილისის მერმა ხელქვეითებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მექრთამეობა დაუშვებელია.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო სამსახურებისა და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს მოუწოდა, ყურადღებით ადევნონ თვალი ხელქვეითებს, რათა კორუფციას არ ჰქონდეს ადგილი.

დაკავება - Sputnik საქართველო
რა ღირს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება – დაკავებულია ერთი პირი

ასე გამოეხმაურა კალაძე საბურთალოს რაიონული ადმინისტრაციის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელის ქრთამის აღების (700 ლარი) ფაქტზე დაკავების ფაქტს. მას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი საქმეები. გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება. ყველას მოგიწოდებთ, რომ თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა მსგავსი ფაქტები არ მოხდეს", – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მერმა მოუწოდა ყველას, საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მერიის ხელმძღვანელობას მიმართონ.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს და ვაკის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდათ>>

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, უჭირს, დახმარება სჭირდება, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ ჩვენს თანამშრომლებს ხელი შევუწყოთ. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კანონის გადახვევით და ქრთამის აღების გზით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ყოველთვის ძალიან პრინციპული ვიქნებით", – განაცხადა კალაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0