17:13 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
მამუკა ბახტაძე

პრემიერი: ვახორციელებთ რეფორმას, რომელიც 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა

photo: Government of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (66)
80 0 0

მამუკა ბახტაძე ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვებს პასუხობს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სახელმწიფოს კრიმინალთან ბრძოლის ახალი სისტემის შექმნა სურს, რომლის საფუძველიც დანაშაულის პრევენცია იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ>>>

პრემიერ-მინისტრი კანონმდებლების წინაშე პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით, ე.წ. ინტერპრლაციის ფორმატში წარდგა.

ინტერპელაციის წესი პარლამენტის ახალი რეგლამენტით დამკვიდრდა. აღნიშნულის მიხედვით, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები ვალდებული არიან შეკითხვას პირადად უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბახტაძე ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. კერძოდ, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს რატომ გაიზარდა ქვეყანაში დანაშაული 54%-ით.

„ჩვენი ანტიკრიმინალური რეფორმების და ქმედებების მიზანი არის სწორედ ხარისხობრივად ახალი და გაუმჯობესებული საპოლიციო საქმიანობა. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, პრევენციაზე ორიენტირება და ყველაფერ იმისკენ, რაც ხარისხს უკავშირდება", - განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ რეფორმებზე.

„რაც შეეხება კონკრეტულ რეფორმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ ვახორციელებთ კრიმინალური პოლიციის რეფორმას, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. არაერთხელ ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, თუ რამხელა ენერგია და ინვესტიციებია ჩადებული იმაში, რომ საგამოძიებო კომპონენტი გავაძლიეროთ", - აღნიშნა ბახტაძემ.

იგი განსაკუთრებით შეეხო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ქურდული სამყაროსა და კანონიერი ქურდების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება და დანაშაულად გამოცხადდა „ქურდული შეკრების ორგანიზება", „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა". გამკაცრდა სანქციები ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის. პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონი „ქუჩური გარჩევის" შესახებ", - განაცხადა ბახტაძემ.

გამოსვლის დასასრულს ბახტაძემ კრიმინალთან მუხლჩაუხრელი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა ძალოვანი სტრუქტურების ყველა თანამშრომელს.

 

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (66)

მთავარი თემები