00:31 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლ ფაშინიანი

„ერთად მეტი შეგვიძლია“ - საქართველოს პრეზიდენტი ფაშიანიანს შეხვდა

© photo: Salome Zourabichvili / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)
12210

სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განახლება შესთავაზა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა შესთავაზა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილი სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ეწვია. ფაშინიანთან შეხვედრამდე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

„საქართველოს პრეზიდენტმა დააყენა საკითხი სომხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხი დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა ჯერ კიდევ 2018 ამოეწურა. ხელშეკრულება პირველად 2013 წელს გაფორმდა.

„ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი ვიდრე მარტო, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - ციტირებს ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

როგორც სარქისიანთან შეხვედრაზე, ფაშინიანთან მოლაპარაკებების დროსაც ზურაბიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ეთნიკური სომხების კიდევ უფრო მეთ ჩართულობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში - საუკეთესო ფოტოები >>

ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში ორ დღეს გაგრძელდება. ხუთშაბათს მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა სრულიად სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)

მთავარი თემები