10:08 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის პორტფელი არც ამჯერად დათმო

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
„ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია (19)
90 0 0

კონკრეტულად ის საკითხი, რომელიც წულუკიანსა და დანარჩენ მთავრობას შორის ურთიერთობებში „წითელ ხაზს" წარმოადგენდა, მინისტრ წულუკიანს არ დაუსახელებია.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება, შესაბამისი განცხადება წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

წულუკიანის პირობა ვოლსკიმ „გააბაზრა">>>

გუშინ თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომა არ გამორიცხა იმ შემთხვევაში, თუ საკითხი, რომელიც მისი უწყების უფლებებსა და უფლებამოსილებებს ეხება, მისთვის სასურველი ვარიანტით არ გადაწყდებოდა.

„არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციები გაცვლა დავასრულეთ, დისკუსია დავასრულეთ, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ერთიანი გუნდის ერთიანი პოზიციებით მუშაობას", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღესვე, უფრო ადრე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ თემა, რომელზეც თეა წულუკიანი აკეთებდა აქცენტს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური იუსტიციის სამინისტროს ნაწილი 2018 წლის ივლისში განხორციელებული მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გახდა.

წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე და, მეტიც, მის წასვლაზე მმართველი პარტიიდან გასულ კვირაში ალაპარაკდნენ. ამ დროს „ქართულ ოცნებაში" განახლების პროცესი უკვე დაწყებულია, რომელიც მისმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დააანონსა.

როგორც ორშაბათს თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია. კონკრეტულად, რომელი საკითხი განიხილება იუსტიციის სამინისტროში, რომელიც წულუკიანსა და დანარჩენ მთავრობას შორის ურთიერთობებში „წითელ ხაზს" წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრმა არ დაასახელა. აქვე მან დაამატა, რომ მისთვის თანამდებობა ფასეულობას არ წარმოადგენს.

ჭორები თუ გარდაუვალობა - თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან მიდის?>>>

„ქართული ოცნების" განახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში პირველივე ტურში არჩევნების მოგება ვერ შეძლო და ის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა. გამარჯვების მოპოვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე ტურში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში თავად ივანიშვილი ჩაერთო.

ამასთან ერთად, საქართველოს მმართველი პარტიისთვის 2019 წლის დასაწყისი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა – დეპუტატებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს „ქართული ოცნების" დატოვება.

შედეგად, პარტიამ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიუხედავად "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ აღარ სჭირდებათ, რადგან ყველა აუცილებელი საკონსტიტუციო შესწორება მიღებულია, შეუძლებელია, ეს მოვლენა პარტიის იმიჯზე არ ასახულიყო.

 

თემები:
„ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია (19)

მთავარი თემები