16:23 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვია

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)
10910

ლიეტუვაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 8 მარტს დასრულდება.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაზე შეთანხმდა ლიეტუვაში მამუკა ბახტაძე>>>

ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზებაა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა დეკლარაციას. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მიერ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები დაესწრებიან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ბექა ოდიშარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა ლიტვის ავთენტური დასახელება — ლიეტუვა (Lietuva), რაც წარმოადგენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტს იმაზე, რომ 3 მაისიდან ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური სახელწოდება დამკვიდრდა. ამგვარად, ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში სახელწოდება Sakartvelo გამოიყენა.

ლიეტუვაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო და 8 მარტს დასრულდება.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)

მთავარი თემები