თბილისი, ბაქო, აშხაბადი და ბუქარესტი ხელს მოაწერენ ტრანსპორტთან დაკავშირებულ დეკლარაციას

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიბუქარესტი
ბუქარესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და რუმინეთი ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების გეგმას განიხილავენ.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბუქარესტში შავი ზღვისა და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივის განხილვაში მონაწილეობს, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საკითხზე იმსჯელებენ ოთხმხრივი შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ორშაბათს რუმინეთის დედაქალაქში გაიმართება და რომელშიც მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები დავით ზალკალიანი, ტეოდორ მელეშკანუ (რუმინეთი), ელმარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) და რაშიდ მერედოვი (თურქმენეთი).

„მაღალი შეფასება მიეცა რუმინეთში მიმდინარე მინისტერიალს, რომლის ფარგლებში გაფორმდება ბუქარესტის დეკლარაცია, რაც ხელს შეუწყობს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას", – აღნიშნულია განცხადებაში.

ბუქარესტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის რუმინელ და თურქმენ კოლეგებთან.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ ასოცირებული წევრი გახდა

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი ასევე შეხვდება რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

იანვარში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, გაიზარდოს ბათუმიდან რუმინეთის პორტ კონსტანცაში საბორნე გადაზიდვის სიხშირე.

საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე გადაზიდვები 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ბორნებს გადაჰყავთ როგორც მგზავრები, ისე გადააქვთ მშრალი ტვირთები. ამჟამად გადაზიდვები კვირაში ერთი რეისის სიხშირით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0