17:19 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
დავით ზალკალიანი და ნიკოლა დიმიტროვი

საქართველომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

© photo: MFA of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)
188 0 0

საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაამყარა, რაც ქვეყანამ სახელწოდება შეიცვალა

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და მისმა კოლეგამ ჩრდილოეთ მაკედონიიდან ნიკოლა დიმიტროვმა ხელი მოაწერეს ოქმს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დოკუმენტს ხელი მიუნხენის უსაფრთხოების 54–ე კონფერენციის ფარგლებში მოეწერა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დინამიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია სულ ცოტა ხნის წინ ეწოდა. ბოლო დრომდე მას ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია ეწოდებოდა.

გასულ კვირაში ამოქმედდა შეთანხმება მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ, რომელიც საბერძნეთის პარლამენტმა მოიწონა. ამგვარად, დავა, რომელიც საბერძნეთსა და ბალკანეთის ამ ქვეყანას შორის რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა, დასრულდა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)

მთავარი თემები