შეუცვლელი არავინ არის - „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შედეგები

გამოწერა
ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატთან დაკავშირებით გაირკვა, თუმცა კმაყოფილი ყველა არ არის.

ეკა ბესელია ყველასათვის მოულოდნელად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან დეკემბრის ბოლოს გადადგა. მიზეზად კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის მიუღებლობა დაასახელა. ეს განმარტება გაუგებარი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან, მისი თქმით, ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა და ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ბესელიას სკანდალური ვიდეო - სასამართლომ ცხრა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

საქმე ისაა, რომ სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ. გადაწყდა საკითხის განხილვის გადადება. მმართველმა გუნდმა, როგორც ამას ბესელია მოითხოვდა, მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების პირობა დადო, რათა მათ ობიექტურობაში ეჭვი არავის შეჰპარვოდა.

თუმცა ციებ-ცხელება იურიდიული კომიტეტის ირგვლივ, რომელსაც პირველ რიგში მოუწევს მოსამართლეების საკითხის განხილვა, არ ჩაცხრა.

„მორალური ტერორის მცდელობა" – წულუკიანი ბესელიას შესახებ ვიდეოს გავრცელებაზე >>

ბესელიას რეკომენდაციით, კომიტეტის წევრებმა 2018 წლის 31 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გედევან ფოფხაძე აირჩიეს. თუმცა მხოლოდ 3 იანვრამდე. ასეთი თვითშემოქმედება არ მოეწონა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. ამ მოვლენების ფონზე კობახიძესა და ბესელიას შორის ღია კონფლიქტი დაიწყო. გავრცელდა ხმები პარტიიდან მისი შესაძლო გარიცხვის შესახებ.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
დაკავებულია პირი, რომელმაც Youtube-ზე დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები ატვირთა

ორი კვირის შემდეგ ამ თანამდებობაზე აირჩიეს დავით მათიკაშვილი. რაც შეეხება თავმჯდომარეს, დეპუტატები მას აირჩევენ პლენარულ სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის გახსნაზე, 5 თებერვლის შემდეგ.

რა გადაწყვიტა „ოცნებამ“

როგორც იქნა, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მმართველი პარტია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატთან დაკავშირებით გაირკვა. ის გახდა ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ „ახალი ტალღის“ წარმომადგენელი და პარტიის ერთ-ერთი მედია-სახე.

„ვიმსჯელეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. თქვენ იცით, რომ წინ გვაქვს საგაზაფხულო სესია, სადაც საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი თავმჯდომარე უნდა წარადგინოს. ​მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე უმრავლესობა წარადგენს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ოხანაშვილს აქვს იურიდიული განათლება და პარლამენტში მოსვლამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი იყო. პარლამენტში თავიდან ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იყო, გასული წლის იანვარში კი იურიდიული კომიტეტის წევრი გახდა.

შურისძიება დაუმორჩილებლობისთვის თუ ბოლომდე არმიყვანილი საქმე – აგორდა ახალი სკანდალი >>

ახლა კი ოხანაშვილს მოუწევს უზენაესი სასამართლოს ირგვლივ რთული სიტუაციის განმუხტვა, რადგან სწორედ მისი კომიტეტი იქნება წამყვანი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავების და მათი დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

ბესელია წინააღმდეგია

ბესელიასთვის ოხანაშვილის კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი მუშაობას თებერვალში განაახლებს

„ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვასა და ამ გზით სვლას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სწორედ ამიტომ არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ. ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რომელსაც ჩვენ ვიცავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ პარტიის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოხანაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო მხოლოდ სამი ადამიანი, ასე რომ საპარლამენტო უმრავლესობას მის ასარჩევად ხმები ეყოფა, აღნიშნა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.

28 იანვრიდან კი ახალი სკანდალი აგორდა - ინტერნეტში ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, რომელიც, მისი თქმით, 2016 წლის საქმეში დევს. მალევე სკანდალური ვიდეოჩანაწერის შენახვისა და სოციალურ ქსელში მისი მასობრივი გავრცელებისთვის 17 ადამიანი დააკავეს.

ბესელიას თქმით, ვიდეოჩანაწერის სასამართლოს ფარგლებს გარეთ გატანა მხოლოდ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეეძლოთ. მას ეჭვი აქვს, რომ ამის გაკეთება შეეძლო რომელიმე მოსამართლეს, რომელთანაც მას კონფლიქტი აქვს. რაც შეეხება ამ ვიდეოჩანაწერის შექმნას, ბესელიას თქმით, ის ძველი ხელისუფლების დროს დამზადდა.

ყველა ახალი ამბავი
0