ვინ შეცვლის ზურაბიშვილს პარლამენტში? დეპუტატის ადგილისთვის უფლებადამცველი იბრძოლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფიო ხორგუანი პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატობას გეგმავს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატის (მთაწმინდის რაიონიდან) თანამდებობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობას გეგმავს.

ის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სახით აპირებს. მას ჯერჯერობით კონსულტაცია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ჰქონია.

„28 ოქტომბერს აღმოვაჩინე რეალობა, რომ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით 2012 წელს. ადამიანებმა, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელთაც უნდა შეეცვალათ ვითარება ამ ქვეყანაში, ვერ გაართვეს თავი ისე, როგორც ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა ძალიან დამთრგუნველია. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით შევძლებ, ხელისუფლება უფრო მეტად ავამუშაო", – განუცხადა ჟურნალისტებს ხორგუანმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს სადეპუტატო სტატუსი შეუწყდა

ხორგუანი როდესაც 28 ოქტომბერზე საუბრობდა, მხედველობაში ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომლის დროსაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. გამარჯვებული მეორე ტურში, 28 ნოემბერს გამოვლინდა.

მთაწმინდის ოლქში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა. ის ამ რაიონიდან იყო მაჟორიტარი დეპუტატი.

დეპუტატის მანდატი ზურაბიშვილს 2018 წლის დეკემბერში, ინაუგურაციის შემდეგ ჩამოერთვა და პარლამენტში ადგილი ვაკანტური გახდა.

შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის აპრილში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0