„ქუთაისმა თავი შეგვაყვარა" - პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონში მუშაობის შესახებ

© Parliament of Georgia / FB პარლამენტის დეპუტატები ქუთაისში სხდომის შემდეგ
პარლამენტის დეპუტატები ქუთაისში სხდომის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა ქუთაისში მუშაობა დაასრულა, დეპუტატები ამიერიდან მხოლოდ თბილისში იმუშავებენ

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ დეპუტატები ამიერიდან აღარ იმუშავებენ ქუთაისში, სადაც საკანონმდებლო ორგანო ექვსი წლის წინ გადავიდა.

ქუთაისში გუშინ საქართველოს პარლამენტის ბოლო სხდომა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას უკვე თბილისში განაახლებს.

„დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში, ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტი თბილისში განახლებული რეგლამენტის საფუძველზე დაბრუნდება/ შესწორებები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთანავე ამოქმედდა.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
სკანდალი მოსამართლეების გამო და ცვლილებები პარლამენტში

კობახიძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის მანდატურებს გაწეული მუშაობისთვის.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურებს, რომლებსაც ჰქონდათ რთული სესია და მათ შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს. უღრმესი მადლობა მათ მუშაობისთვის", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტი ქუთაისში საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების საფუძველზე 2012 წელს გადავიდა. შესწორებების ინიციატორი იყო იმ დროს მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების საკითხი არაერთხელ დააყენეს.

საქართველოში 2017 წლის ბოლოს კონსტიტუციაში ახალი შესწორებები მიიღეს, რომლის თანახმად ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი, რომ პარლამენტმა ქუთაისში უნდა იმუშაოს.

ყველა ახალი ამბავი
0