საქართველოში აფრიკიდან და აზიიდან მიგრანტთა ნაკადის ზრდას ელოდებიან

© Sputnik / Alex Shlamovჯონდი ბაღათურია
ჯონდი ბაღათურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის მიგრანტთა მიმღები ქვეყნების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან გააპროტესტა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გაეროს მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტის მხარდაჭერის შესახებ.

71 მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის იტალიაში ორი ქართველი დააკავეს >>

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორშაბათს, 17 დეკემბერს ნიუ-იორკში გამართულ სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცა პაქტი მიგრაციის შესახებ. კენჭისყრაზე დოკუმენტს 193 წევრი ქვეყნიდან მხარი დაუჭირა 181-მა ქვეყანამ. დოკუმენტი ყველაზე დიდი რაოდენობის მიგრანტთა მიმღები ქვეყნების მხარდაჭერას ითვალისწინებს, მიმართულია განთავსების ქვეყნებში დევნილთა უფლებების უზრუნველყოფაზე, მესამე ქვეყნებში გადასვლის შესაძლებლობების გაფართოებაზე და მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნებისთვის პირობების შექმნაზე.

მომიტინგეთა აზრით, აღნიშნული დოკუმენტის მხარდაჭერა საქართველოში აზიიდან და აფრიკიდან მიგრანტთა დიდ ნაკადს გამოიწვევს, რისთვისაც ქვეყანა მზად არ არის.

„მიგრანტთა ეს პაქტი უზრუნველყოფს აფრიკისა და აზიის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების შეუფერხებელი და შეუზღუდავი რაოდენობით შემოსვლას საქართველოში. ამ პაქტის მეოთხე მუხლი ამბობს, რომ ისინი დაუყოვნებლივ, საზღვარზევე უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი პირადობის მოწმობებით და დოკუმენტებით... სოციალურად და დემოგრაფიულად საქართველოს არ არის მზად იმისთვის, რომ ასობით, ათასობით და მილიონობით მიგრანტი მიიღოს“, – განაცხადა ტელეარხ Imedi-ს ეთერში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.

არალეგალი მიგრანტების ნაკადი - Sputnik საქართველო
აშშ მექსიკასთან საზღვარზე 15-ათასიან არმიას ჩააყენებს: მიგრანტთა ქარავანი ახლოსაა

თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიგრაციის შესახებ პაქტი საქართველოს არ აკისრებს რაიმე სამართლებრივ ვალდებულებებს და მიგრანტების ზრდის პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.

„ეს დოკუმენტი მიგრანტების მიღებაზე რაიმე სახის ვალდებულებებს არ ითვალისწინებს, რამდენადაც თვითონ ამ დოკუმენტში არის აღნიშნული, რომ ეს არის არასავალდებულო ხასიათის. შესაბამისად, ყველა ის კონკრეტული დებულება, რაც ამ დოკუმენტშია მოცემული, პირველ რიგში ეფუძნება იმ ძირითად პრეამბულას, სადაც საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტი არის არასავალდებულო ხასიათის და ნებისმიერი დებულება შესრულდება იმ დოზით, იმ ფორმითა და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

დოკუმენტი, რომლის ტექსტი გაეროს პრაქტიკულად ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ ექვსთვიანი განხილვის შედეგად არის შემუშავებული, იურიდიულად სავალდებულო ხასიათის არ არის, ის ამ სფეროში მხოლოდ გლობალური თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა ამ სახითაც დოკუმენტი კამათის საგანი გახდა. მისი მოწინააღმდეგენი შიშობენ, რომ მისი მიღება განვითარებულ ქვეყნებში მიგრანტების ნაკადის ზრდას გამოიწვევს. ამავე დროს უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პაქტში მითითებული ზომები მიგრანტების უფლებების დაცვის კუთხით არასაკმარისია.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 250 მილიონამდე მიგრანტია. ამასთან მიგრანტების 80% სხვა ქვეყნებში წასასვლელად ლეგალურ გზებს იყენებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0