რა ცვლილებები შევა ირანთან უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტში

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან თბილისში
ტურისტები აღმოსავლეთის ქვეყნებიდან თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მონაცემებით, საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში უარი ეთქვა ირანის 434 მოქალაქეს

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ირანის ელჩი ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის შესახებ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ხედავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში უარი ეთქვა ირანის 434 მოქალაქეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეობა 10 000 დოლარის სანაცვლოდ: დაკავებულია ადვოკატი

საქართველოში ირანის ელჩის სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის შესახებ 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების იმ ნორმებს უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც, ირანის მოქალაქეებს საქართველოში 45 დღის მანძილზე დარჩენის უფლება აქვთ. ამასთან, არ არსებობს შეზღუდვა განმეორებით სტუმრობაზე. დოკუმენტი ასევე  არ ითვალისწინებს განსხვავებას ტურისტულ და საქმიან ვიზიტებს შორის.

საქართველოში ირანის ელჩმა ასევე ისაუბრა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის შესახებ 2010 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე.

ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
ორი ირანელი ქალი თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის დააკავეს

„დღეს არსებულ მოთხოვნებს 2010 წლის შეთანხმება არ პასუხობს და უნდა შეიცვალოს. 45-დღიანი პერიოდი მოიცავს ტურისტულ და საქმიან ვიზიტებს. თუ ამ 45 დღეში ირანის მოქალაქე იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას, მას ეკითხებიან, თუ რატომ აკეთებს ამას. თანახმა ვართ, შევასწოროთ რეგულაციები”, – განაცხადა ელჩმა.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის გაუქმება დღის წესრიგში არ დგას.

2013 წელს საქართველოს მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ ირანიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა. 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს მათმა რაოდენობამ 44%-ით იკლო, ხოლო 2015 წელს — 70%-ზე მეტით.
2016 წლის 15 თებერვლიდან საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი კვლავ შემოიღო.


ყველა ახალი ამბავი
0