საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში დაიწყო

© Sputnik / Shota Nozadzeსალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცერემონია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. თელავში ბატონის ციხეში საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დაიწყო.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
Live: სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პირდაპირი ეთერი

ცერემონია გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურის ცერემონიისთვის სამხედროების მზადყოფნის შესახებ პატაკი ჩაიბარა, ზურაბიშვილმა ფიცის სიტყვები წარმოთქვა, ხოლო ჯარი მას როგორც ახალ პრეზიდენტსა და მთავარსარდალს მიესალმა.

ზურაბიშვილმა ფიცის სიტყვები კონსტიტუციაზე მარჯვენა ხელის დადებით წარმოთქვა, ხოლო ჰიმნისა და სახელმწიფო დროშის აღმართვის შემდეგ ქართველ ხალხს სახელმწიფოს მეთაურის რანგში პირველად მიმართა.

ზურაბიშვილი ქვეყანას 2024 წლის შემოდგომამდე უხელმძღვანელებს, ანუ ხუთის ნაცვლად ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ეს აქამდე იყო. სიახლეს განახლებული კონსტიტუცია ითვალისწინებს.

ინაუგურაციას ესწრებიან ხელისუფლების ყველა ფენის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები. მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0