აქცია ინაუგურაციის პარალელურად: ოპოზიცია თელავისკენ უკვე დაიძრა

© Sputnik / Shota Nozadzeსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქცია ასევე გაიმართება ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები და მხარდამჭერები უკვე დაიძრნენ თბილისიდან თელავის მიმართულებით, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი დარჩა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში დღეს გაიმართება. ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 49 წუთს გაგრძელდება. ცერემონიის შემდეგ კი თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება. ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

ამასთან ერთად, თელავში ინაუგურაციის დღეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას გამართავს. „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები, რომლის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა, არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. მათ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის გზით არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს თელავში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 28 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მიღებულ შედეგს.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს საკუთარი გეგმები გაახმოვანა

„ჩვენ ვიქნებით იმ 800 ათასი ადამიანის ხმა, რომელთაც არჩევნები მოიპარეს“, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, თელავში აქციას გაერთიანებული ოპოზიციას მხარდამჭერები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან შეურთდებიან. საპროტესტო აქცია ასევე გაიმართება ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თელავში მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0