09:52 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ერეკლე მეორის სასახლე

შსს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)
73 0 0

კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის გამო დღეს კახეთის მიმართულებით, ასევე, თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში XVII — XVIII საუკუნეებში აშენებულ ბატონის ციხეში გაიმართება. ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 49 წუთს გაგრძელდება. ცერემონიის შემდეგ კი თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება.

ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო  აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

თემები:
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)

მთავარი თემები