გიგი წერეთელი სერგეი ლავროვს შეხვდა

© photo by Russian Foreign Ministry / Alexandr SCHERBAKგიგი წერეთელი და სერგეი ლავროვი
გიგი წერეთელი და სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნდობის კრიზისის გადასალახად საპარლამენტო კონტაქტების როლზე ისაუბრეს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" გიგი წერეთელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე.

ეუთოს მინისტერიალი მილანში 6-7 დეკემბრის პერიოდში იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მონაწილეობს.

„მოხდა აზრთა გაზიარება ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის საერთოევროპული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, ასევე ნდობის კრიზისის გადასალახად და კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის საპარლამენტო კონტაქტების როლზე", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

© OSCE Parliamentary Assembly / FBეუთოს მინისტერიალი მილანში
გიგი წერეთელი სერგეი ლავროვს შეხვდა - Sputnik საქართველო
ეუთოს მინისტერიალი მილანში

წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ერთი წლის ვადით ივლისში აირჩიეს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის მერე გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0