სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება პირველმა ლიეტუვის პრეზიდენტმა მიულოცა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშილიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე
ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სახელმწიფოს პირველი ლიდერი აღმოჩნდა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. წარმატებებს გისურვებთ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში", - დაწერა გრიბაუსკაიტემ Twitter-ის აკაუნტში.

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იგებს ხმების 59,56 პროცენტით - ასეთია უბნების 99,7%-ის მონაცემების შედეგი. მის კონკურენტს, გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩევლის ხემბის 40,44% აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0