დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგში შეიყვანა

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს დანიაში თავშესაფრის მიღება ამიერიდან ძალიან გაუჭირდებათ.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. დანიის მიგრაციის სამსახურმა, ეროვნულმა პოლიციამ და ლტოლვილთა საბჭომ მიიღეს გადაწყვეტილება – საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანონ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება ძალაში 21 ნოემბერს შევიდა. ამას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტი დანიაში.

„დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან", – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დანია ამიერიდან საქართველოს მოქალაქეების თხოვნას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ უმოკლეს ვადებში განიხილავს.

კოლიზეუმი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: იტალიამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა

საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში ხანმოკლე უვიზო ვიზიტების უფლება 2017 წლის მარტიდან მიიღეს.

ამის უარყოფითი შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამის გამო გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

გერმანიის მთავრობამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას გულისხმობს. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან თავშესაფარს უმეტესად გერმანიაში ითხოვენ. 2018 წელს ქვეყნის მთავრობას დაახლოებით 2,5 ათასმა ადამიანმა მიმართა. აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 1%-ის მოთხოვნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0