საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

გამოწერა
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ცესკოში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

მესამე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე - 10,97% -ით, ხოლო მეოთხეზე კი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 3,74%-მა მისცა.

ამომრჩეველთა ხმების ერთნაირი რაოდენობა - 2,26% მოიპოვეს „შენების მოძრაობის“ კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა და პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქართველოში სულ 3 518 877 ამომრჩეველია, აქედან 28 ოქტომბერს ხმა მისცა 1 მლნ 647 878 ამომრჩეველმა. 

მუქარა და სიძულვილის ენა მიუღებელია - წინასაარჩევნო გარემოს შეფასება >>

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მოუწევს.

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კი 26 ნოემბერს ჩატარდება.

ცესკოს ცნობით, საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების დღეს – 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის თორმეტ საათამდე გახანგრძლივდება.

ყველა ახალი ამბავი
0