დავით უსუფაშვილი: მეორე ტური გარდაუვალია

© photo: David Usupashvili Official / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და შეახსენა მათ, რომ ყოველ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებზე არის ძალიან მძაფრი კონკურენცია, მძაფრი ბრძოლა ყველა ადგილისთვის, განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა.

„ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განაპირობებს არა მხოლოდ ამ არჩევნების შედეგს, არამედ იმასაც, რა დინამიკით წარიმართება ორშაბათიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესი - ჩვენ წავალთ გამოსავლის ძიებისკენ თუ უფრო ღრმად ჩავეფლობით ჭაობში, გავაგრძელებთ სვლას მეტი კონფრონტაციისკენ თუ დავიწყებთ პრობლემების მოგვარებას“, -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2019 - Sputnik საქართველო
მოსყიდვა, „კარუსელები“, სპეკულაციები - ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსუფაშვილის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტიურობას არა უშავს, თუმცა მეტია შესაძლებელი.

უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესში თანამდებობის პირები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები არიან ჩართული, იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს.

„ვნახეთ უამრავი ფურცელი, ეს სამარცხვინო თემები. დღემდე თუ მილიონები დაიხარჯა ბილბორდებში, დღეს უკვე 10 და 15-ლარად დაქუცმაცებულია ეს ფული.მე იმედი მაქვს ჩვენი ამომრჩევლის, რომ კაბინაში ის თავისი გონებისა და გულის კარნახით გააკეთებს გადამწყვეტ არჩევანს", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ამ მძაფრ ბრძოლას ყველა პატიოსანი გზით არ ეწევა".

რაც შეეხება მეორე ტურს, უსუფაშვილის აზრით, ის გარდაუვალია.

„ჩემი მონაცემებით და დაკვირვებით, ეს არის გარდაუვალი. თუმცა, ვინ იქნება მეორე ტურში, ეს არანაირად არ არის ცხადი. ყველა, ვინც ამ წუთებში ზეიმობს, ამას უსაფუძვლოდ აკეთებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღეს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ, რომლებმაც არჩევანი 25 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. მომავალში პრეზიდენტის არჩევის პრეროგატივა საარჩევნო კოლეგიას ექნება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში 17:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 38,17% მისცა, რაც 1 337 284 ამომრჩეველს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0