საქართველოს არაზუსტი რუკისთვის შეიძლება პატიმრობა შეგეფარდოთ

© Sputnik / Denis Aslanovრუკა
რუკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებების თანახმად, საქართველოში იმ რუკების დამზადება, გავრცელება ან შემოტანა, რომლებზეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნება, ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით საქართველოს რუკის დამზადება, გავრცელება ან შემოტანა სისხლის სამართლებრივი დანაშაული უნდა გახდეს.

კანონპროექტის ავტორები არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და დეპუტატი ოთარ ჩრდილელი.

ზახაროვა: ქართველ და რუს ხალხებს ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება>>>

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი, „343 პრიმა" მუხლი გაჩნდება - „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა".

კანონპროექტის ავტორები დამნაშავეების დაჯარიმებას ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ.

ჟენევა - Sputnik საქართველო
ჟენევის მოლაპარაკებები 10 წლის შემდეგ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ბათუმში გამართულ 43-ე საჭადრაკო მსოფლიო ოლიმპიადაზე რუსეთის დელეგაციამ სუვენირები, მათ შორის, მსოფლიოს რუკები დაარიგა, რომელზეც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში არ იყო. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბერს გაიხსნა და 6 ოქტომბერს დაიხურა.

ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება სურს.

2012 წლის არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0