17:00 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი „ბნელი ძალების“ ნაცვლად - ვისთან გამართავს დებატებს ზურაბიშვილი

© Sputnik / STRINGER
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
73 0 0

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა შესთავაზა დებატები სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მეთაურობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს დებატები შესთავაზა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი, მგონი, ნიკო ნიკოლაძეს გვარჩევინებს პრეზიდენტად >>

არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა. პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას 25 კანდიდატი აცხადებს.

მანამდე ზურაბიშვილმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს დებატებში „ბნელ ძალებთან“, რომლებშიც ის გულისხმობს პარტიებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, მათი კანდიდატების ჩათვლით.

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, „ბნელი ძალები“ გამოეწვია დებატებში, რათა მათ ფონზე ნათელი გამოჩნდეს. მე ვთავაზობ ქალბატონ სალომეს, „ბნელებთან“ კი არა, ჩემთან დებატებს დათანხმდეს და აქ წარმოაჩინოს თავისი უპირატესობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა პირველი არხის ეთერში.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში კენჭს იყრის ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ სახელით, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატია დავით ბაქრაძე. ამასთან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები 2016 წლამდე „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდნენ.

სალომე ზურაბიშვილს უსუფაშვილის წინადადებაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. რაც შეეხება მის დებატებს ვაშაძესა და ბაქრაძესთან, ის პირველი არხის ეთერში 24 ოქტომბერს არის დანიშნული.

სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, არჩევნებზე მთავარი კონკურენტები არიან ზურაბიშვილი, ვაშაძე და ბაქრაძე. ამასთან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიცია.

ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

მთავარი თემები