16:57 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
მამუკა ბახტაძე

საქართველომ ევროპისთვის საკუთარი კულტურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა მიიღო

© FB / Mamuka Bakhtadze
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (682)
131 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ხელოვნების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის შესახებ თემატური სტენდები გახსნა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი საკუთარი კულტურის ევროპაში პოპულარიზაციის მიზნით საქართველოსთვის უპრეცედენტო აღმოჩნდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატური სტენდების გახსნის შემდეგ.

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი გახდება>>>

მიმდინარე წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით იღებს. ღონისძიებაზე საქართველოს სპეციალური პავილიონი დაეთმო, რომელიც ქართული ანბანით იყო გაფორმებული.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი მძლავრი საშუალება, მოგვეხდინა ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა – ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ანბანი, ლიტერატურა და ფასეულობები ევროპას უკეთ გავაცნოთ", – განაცხადა ბახტაძემ.

საკუთარ პავილიონთან ერთად საქართველო ბაზრობაზე სხვადასხვა სტენდებითაცაა წარმოდგენილი.

„წარმოდგენილია სტენდები, სადაც საშუალება გვეძლევა, მოვახდინოთ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია. ევროპამ ოფიციალურად აღიარა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და ჩვენ 8 ათასი წლის წინ დავიწყეთ ღვინის კეთება, რაც ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს მიერ შეტანილი ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა. ამას ყველა აღიარებს", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფრანკფურტის ბაზრობაზე ქართული ხელოვნების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდების ხილვა, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სტენდის დათვალიერებაა შესაძლებელი.

ქართული სტენდების გახსნასთან ერთად, ოთხშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მიღება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოოსი, ქართული დელეგაციის წევრები, ქართველი ავტორები და წიგნის ბაზრობის სტუმრები. შეკრებილთ საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა.

„დღეს საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება, ჯერჯერობით არა როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი, არამედ როგორც საპატიო სტუმარი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი ხალხის კულტურასა და ისტორიაში ეტაპობრივი მოვლენაა", – აღნიშნა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველო რიგ ღონისძიებებს გამართავს, მათ შორის, გამოფენებს, კონცერტებს, ქართველი დიზაინერების ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვა ღონისძიებებს. საქართველომ უკვე წარმოადგინა გერმანულ ენაზე ქართული ლიტერატურული ძეგლების თარგმანები და წიგნები ქართულ ენაზე.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (682)

მთავარი თემები