01:39 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
პრეზიდენტის სასახლე

ეთიკის კოდექსი ხელოწერილია – კანდიდატებმა არჩევანი გააკეთეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (132)
10210

საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს, შეთანხმდნენ, რომ კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიას ხელს არ შეუშლიან

თბილისი,  7  ოქტომბერი  – Sputnik.  თითქმის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხელი მოაწერა ეთიკის კოდექსს და პირობა დადეს, რომ არ დაუშვებენ დისკრიმინაციას და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ–გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემდე სამი კვირა დარჩა, შესამაბისად, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული.  აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს სულ  უფრო ხშირად ადანაშაულებენ არაეთიკურ საქციელში. 

ეთიკის კოდექსის თანახმად, კანდიდატები ვალდებული არიან  დაიცვან  საზოგადოების ინტერესები და  ეთიკის პრინციპები, რომელიც  საფუძვლად უნდა  დაედოს მათ წინასაარჩევნო კამპანიას.  

გარდა ამისა, ისინი ვალდებული არიან დაიცვან კანონი, არ გამოიყენონ დისკრიმინაციის ან მუქარის შემცველი გამოთქმები, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა და ქსენოფობიური გამოთქმები, ასევე არ გაავრცელონ კონკურენტების შესახებ ყალბი ინფორმაცია.

პრეზიდენტობის კანდიდატები ასევე შეთანხმდნენ ხელი არ შეუშალონ კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიას და სააგიტაციო მასალების გავრცელებას, არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი და დებატები არსებით საკითხზე,  შეურაცხმყოფელი გამოთქმების გარეშე აწარმოონ.

 „ჩვენ ველოდებით, რომ დოკუმენტს ყველა კანდიდატი მოაწერს ხელს, რადგანაც ჩვენ მათი  სავარაუდო თანხმობა და  დოკუმენტზე მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ. 

ცესკოში 25–მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია.  

ექსპერტების მტკიცებითა და გამოკითხვების შედეგებით, მთავარი „ბრძოლა“ სამ კანდიდატს შორის გაიმართება: მმართველი პარტიის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატ დავით ბაქრაძესა და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატს, პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ“ გრიგოლ ვაშაძეს შორის.

ამასთანმ, თავდასხმის მთავარი ობიექტი საქართველოს საგარეო ექს–მინისტრი, დეპუტატი სალომე ზურაბიშვილია. ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მათი გაერთიანება აუცილებელია.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (132)

მთავარი თემები